Tuesday, November 12, 2013

თომას ჰობსი (1588 – 1679)




             ადამიანიდან სახელმწიფომდე, თომას ჰობსის კონცეფციის
                                                     მიხედვით   





ჰობსი თომას (1588-1679) – XVII საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსი; სამართლისა და სახელმწიფოს შესახებ მოძღვრებაში ჰობსმა უარყო საზოგადოების ღვთაებრივი წარმოშობის თეორია და საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია დაიცვა. ჰობსს სახელმწიფოს საუკეთესო ფორმად აბსოლუტური მონარქია მიაჩნდა, მაგრამ მისი იდეა იყო არა მონარქიული, არამედ სახელმწიფო ხელისუფლების შეზღუდული პრინციპი. ჰობსის ძირითადი თხზულებებია: „მოქალაქის შესახებ მოძღვრების ფილოსოფიური ელემენტები“ (1642), „ლევიათანი“ (1655). ფრაზა „ჰობსიც ამავე აზრისაა“ - სწორედ „ლევიათანში“ გამოთქმულ შეხედულებას გულისხმობს.

Monday, November 11, 2013

ჩვენი პროექტი

"გონების საუფლო" – სასწავლო პროექტი


" Sapere Aude ! გაბედე საკუთარი განსჯის გამოყენება ! "
"განმანათლებლობა – ესაა ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია. უმწიფრობა უუნარობაა, საკუთარი განსჯა სხვისი ხელმძღვანელობის გარეშე მოიხმარო. უმწიფრობა საკუთარი თავის ბრალია მაშინ, როცა მისი მიზეზი განსჯის ნაკლულობაში კი არა, გადაწყვეტილებისა და სიმამაცის არქონაში ძევს. Sapere Aude! გაბედე საკუთარი განსჯის გამოყენება! "(იმანუელ კანტი)  განმანათლებლობის ლოზუნგი.